შეხვედრა კლიმატის ცვლილების საკითხებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამას შორის, პროექტ „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება“ – ის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს „პარიზის შეთანხების“ მოთხოვნების თანახმად, კონვენციისადმი წარდგენილ საქართველოს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ კლიმატის ცვლილების შედეგების ადაპტაციას. მეოთხე ეროვნული შეტყობინების ფარგლებში მოწყვლადობის და კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპატირების ხელახალი შეფასება განხორციელდება არა მხოლოდ იმ სექტორებში, რომელიც ეროვნულ შეტყობინებაში იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ყველაზე მოწყვლადი სექტორები, არამედ სხვა სექტორებშიც და ეკოსისტემებშიც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin