შემოდგომა

აგრო თემების სეზონური კალენდარი ჟურნალისტებისთვის საორიენტაციოდ (თემები უნდა

გადამოწმდეს მუნიციპალიტეტის მიხედვით აგრო სპეციალისტებთან)

აგვისტო, სექტემბერი

1. ცხვრის (მოზარდი) დეჰელმინთიზაცია

2. მთიდან ბარში გადმორეკვისთვის მომზადება, ვაქცინაცია, რევაქცინაცია.

3. ნერბვა (დამაკება)/ ცხვრის დამუშავება

4. ბრუცელოზზე გამოკვლევა – სექტემბერი

5. საშემოდგომო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და თესვა

ოქტომბერი, ნოემბერი

1. საქონლის ბარში ჩამოსვლისას ეპიზოოტური ღონისძიებების გატარება

2. მშრალი ფურის კვება

3. საშემოდგომო ეპიზოოტური ღონისძიებების გატარება ზოგადად ყველა პირუტყვზე: პასტერელოზი,

ემკარი, თურქული, ციმბირის წყლული

4. საგაზაფხულო კულტურების მოსავლის აღება და სათესლე მასალის დასაწყობება

5. ღვინის დაყენების მეთოდები მცირე ფერმერულ მეურნეობებში

 

ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი

1. ზამთრისთვის მზადება-ბაგური კვება, ბაგური რაციონი, სადგომებში ჰიგიენური ნორმების

შენარჩუნება

2. ზამთრისთვის ცხვრის შემზადება,კვება. კვების ულუფების შედგენა

3. მოსავლის აღება-კარტოფილი, სიმინდი, ცალკეული კულტურების დასაწყობება, სათესლე მასალის

გადარჩევა, შენახვა, კონტროლი.

4. კონკრეტული ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებისათვის რენტაბელური კულტურების შერჩევა და თესვა

 

15 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე

1. მარცვლეულ კულტურათა თესვები

 

წლის ნებისმიერ დროს კარგია გაშუქდეს ფარულ მასტიტზე შემოწმების პრაქტიკა, რასაც ჰქვია საველე

ტესტი, რომლის შედეგადაც ფერმერი პასუხს იღებს 2-3 წუთში