შეიძინეთ მხოლოდ ეტიკეტირებული ხორცი – სეს

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ხორცპროდუქტების გაზრდილი მოხმარების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან.

მათი რეკომენდაციით ხორცის შეძენისას მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქტის ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო),
  • სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი);
  • ხორცის დამზადების თარიღი.

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადა 48 საათია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin