შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, ორჯერ მეტად დაბინძურებულია

შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე, ფართობით, თითქმის 6-ჯერ პატარაა, თუმცა ორჯერ მეტადაა დაბინძურებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირი ატარებდა კვლევას საქართველოს, უკრაინის, რუსეთის სანაპიროებისა და ღია ზღვის ტერიტორიაზე. დადგინდა, რომ დაბინძურების კონცენტრაცია ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად მაღალია, რომ ტოქსიკურობის ზღვარს აჭარბებს. მაგალითისთვის, უკრაინის უდიდეს მდინარეებს შავ ზღვაში ერთ საათში 6-დან 50-მდე ერთეული ნაგავი ჩააქვთ. შავი ზღვის დამაბინძურებელთა 83%-ს ბოთლები, ტკბილეულის შესაფუთები და ჩანთები შეადგენს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin