ღორების აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების საფრთხე და „დამცავი“ ღობე დანია-გერმანიის საზღვარზე

დანია გერმანიის საზღვარზე 70 კილომეტრიან ღობეს აშენებს. მიზეზი ღორების აფრიკული ჭირის ვირუსია, რომელიც დანიელი ფერმერების ღორებს შესაძლოა, გერმანიიდან გადასული გარეული ღორებიდან გადაედოთ. აღსანიშნავია, რომ ღობის გასწვრივ, ყოველ 100 მეტრში ტოვებენ 20 სანტიმეტრის დიამეტრის ღია ადგილს, საიდანაც მცირე ზომის ცხოველები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. 

დანიის ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ღორის აფრიკული ცხელება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში,  ჩეხეთში, რუმინეთსა და ესტონეთში უკვე გამოვლინდა, – სასაზღვრო ღობის გავლება კი, დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს. დანია ღორის ხორცის ერთ-ერთი მსხვილი ექპორტიორია.