ღვინო „ბოლნისი“ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეესტრში

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“  დარეგისტრირდა. “ბოლნისი“ − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. აქამდე, საქართველოში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება იყო რეგისტრირებული: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.