ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან საქართველოს ესტუმრნენ

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ. 
ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს. ასევე, გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია თბილისში, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს. ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin