ქვეყანას ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება – ლევან დავითაშვილი რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ქვეყანას ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. ლევან დავითაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც, რუსეთმა პირველ ივლისამდე ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების იმპორტი შეწყვიტა.

„ჩვენ არაერთხელ  განგვიცხადებია და გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული, რომ  საქართველოს ხორბლით მომარაგება იყოს შეუფერხებელი. ქვეყანაში პურის ფასი არის გაკონტროლებული და შენარჩუნებული; ქმედითი მექანიზმები მუშაობს, რათა, სოციალური კუთხით, დამატებითი ტვირთი არ დააწვეს ჩვენს მოსახლეობას.

ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო ატარებს რუტინულ მონიტორინგს და ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული მინიმალური კრიტიკული მარაგების შესავსებად“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin