ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო ხიდი დააზიანა

უხვი ნალექის შედეგად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები – ინფორმაციას აჭარის მთავრობა აქვეყნებს. უწყების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფლებთან – წონიარისი, კანტაური, ტიბეთა – დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. 

სტიქიის გამო საავტომობილო გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზა დაზიანდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში, საციხურსა და გელაურში. სამინისტროს ინფორმაციით, ამ გზით ხუთი სოფელი სარგებლობს. 

უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში საცხოვრებელ სახლებთან. 

მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

წყარო: აჭარის მთავრობა
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin