ქართული „ჰამონის“ წარმოებაზე მუშაობა ესპანურ კომპანიასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „გადაშენების პირზე მისული კახური და სვანური ღორის მოძიება, აღდგენა-გაუმჯობესება და შენარჩუნება“ ფარგლებში, ქართული ჰამონის წარმოებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ საქართველოში კახური ღორისგან დამზადდა, რომელიც საუკეთესო ხარისხის ხორცით გამოირჩევა. კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების ეტაპზეა. კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin