ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება

ხორბლის ენდემური სახეობების, უძველესი ქართული ჯიშების, ფორმების და პოპულაციების დაცვის და წარმოებაში დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და ფერმერები გაერთიანდებიან. უწყებათაშორის ჯგუფში განიხილება ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შეტანისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin