ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა

ბრიტანული გამოცემა The Independenet-ი აქვეყნებს ცხრა ევროპული ღვინის სიას, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდი ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს „გადაატანინებს“. ჩამონათვალში ორი ქართული ღვინო მოხვდა – “ოროველას” საფერავი 2008 და “იბერიულის” ქისი 2017, ქვევრის ქარვისფერი ღვინო. ღვინოების სიაში ასევე მოხვდა თურქული, უკრაინული, მოლდოვური, შვეიცარიული და მაკედონიური ღვინოები. „ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, – ესაა იმ ღვინოების ჩამონათვალი, რომელიც იმსახურებს, იყო მეტად ცნობილი“ – აღნიშნულია სტატიაში.