ქართული ღვინო და ახალგაზრდა ქართველი მეღვინე CNN-ის სიუჟეტში

CNN-ის მიერ საქართველოზე მომზადებულ ფილმში ქართველი მეღვინის, თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანი მოხვდა. თორნიკე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა. ექსპორტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორისაა იაპონია, აშშ და საფრანგეთი. მეღვინეს განვითარებული აქვს ღვინის ტურიზმის მიმართულებაც. მარკეტინგის და ღვინის ტურიზმის განვითრებაში წელს უკვე მისი მეუღლე, ლიკუნა სეფაშვილიცაა არის ჩართული.

CNN-ის ფილმის სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში სტუმრად მყოფი ლონდონელი სტუმარი აღფრთოვანებულია თორნიკე ჩუბინიძის ღვინოებით: „გვიხარია, რომ ჩამოვედით, ძალიან ვისიამოვნეთ დეგუსტაციით, განსაკუთრებით მოგვეწონა წითელი, რომელიც არაფრით ჩამოივარდებოდა იმ ღვინოებს, რომლებიც ევროპაში დავაგემოვნეთ” – აცხადებს ჯეიმს ბალდი.

ახალგაზრდა მეღვინემ მარანი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით ააშენა.

CNN 📺 about Georgia and Chubini Wine Cellar 🇬🇪🍷 🎉😊😍#destinationGeorgia #Georgianwine #qvevri #qvevriwine #amberwine #kakheti #cnn

Posted by Chubini Wine Cellar • მარანი ჩუბინი on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019