ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა.

ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლით თარიღდება. ღვინის ნარჩენები ამოიღეს დიდი სიმძლავრის ქილებში, რომლებიც, ალბათ, დუღილისა და ღვინი შესანახად გამოიყენებოდა. არქელოგიური გათხრები გადაჭრილის გორასა და შულავერის გორას არქეოლოგიურ ადგილებში ჩატარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღვინის შემადგენლობა შესაძლოა 8 000 წლისაც იყოს.

ამ აღმოჩენამდე, ყველაზე ძველი ქიმიურად გამოვლენილი ღვინო ჰაჯი ფირუზ ტეპიდან (ირანი), ძვ. წ. 5400–5000 წლებით თარიღდება. ეს ახალი აღმოჩენები დაახლოებით 600–1000 წლით ადრე იყო და მიანიშნებს, რომ დაახლოებით 8000 წლის წინ უკვე შეიქმნა ღვინის წარმოება და შესაძლოა მევენახეობა.

არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin