ქართული ღვინის უმსხვილესი ბაზარი კვლავ რუსეთია

2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, აქედან 63%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე მოდის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში საექსპორტო მაჩვენებელი 11%-ითაა გაზრდილი.  საექსპორტო ქვეყნების ათეული ასეთია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი). ექსპორტის საერთი მაჩვენებელი 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.