ქართული ღვინის დღეები თელავში

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავმა ღვინის ფესტივალს, „თელავინო 2019-ს“ უმასპინძლა. ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი წარმოადგინეს. ფესტივალი „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიამ 2014 წელს დაფუძნდა. ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. „ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, ღვინის ფესტივალები ასევე გაიმართა თბილისში, მარნეულსა და გურჯაანში.