“ქართული ღვინის ბუმი” – ინტერნეტ გამოცემა SevenFifty ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

„ქართული ღვინის ბუმი“ – სტატიას ამ სათაურით ონლაინ-გამოცემა SevenFifty აქვეყნებს. სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თანამშრომლობს. „ქართველი მეღვინეები 53 ქვეყანაში ახორციელებენ ექსპორტს, მათ შორის: საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი და კანადა წელს გაორმაგებული საექსპორტო მაჩვენებლით გამოირჩევა; ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, 88%-ით გაზრდილია ექსპორტის წილი. 8000-წლოვანი ქართული ღვინის კულტურა, დღესაც უამრავ სიახლესა და აღმოჩენას გვთავაზობს“ – აღნიშნულია სტატიაში.