ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია პოლონეთში

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ხელმძღვანელის, მარიუშ კაპჩინსკის ორგანიზებით, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.