„ქართული რძის“ ნიშნის მფლობელი კომპანიების პროდუქციისა და ღვინის დეგუსტაცია

თბილისში „ქართული რძის“ ნიშნის მფლობელი კომპანიების პროდუქციისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას რძის გადამმუშავებელი და ყველის მწარმოებელი საწარმოების, სავაჭრო ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში  „ქართული რძის“ ნიშანს ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს. ეს ნიშანი გაიცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ყველს აწარმოებენ ქართული ტრადიციების შესაბამისად, ადგილობრივი ნედლი რძისგან და არ იყენებენ რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს.

„საქართველოს რძის“ ნიშნის მმართველი ორგანო საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტია. აღნიშნული პროექტი, სამინისტროსთან თანამშრომლობით, MERCY CORPS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სინქრონები:

  • გიორგი გიგოლაშვილი -საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის პრეზიდენტი;
  • პაპუნა ქორიძე – ყველის სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი;
  • ზეინაბ აბულაძე – შპს „წინწყარო+“ -ის ხელმძღვანელი;
  • ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრი.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin