ქართული დელეგაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 87-ე სესიაზე

პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით (OIE) 87-ე გენერალური სესია ჩატარდა.  საქართველოს დელეგაციის წევრებმა, – სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა,  ორგანიზაციის დელეგატებს იმ ვეტერინარული ღონისძიებების, პრევენციული მექანიზმების და რისკებზე ზედამხედველობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ატარებს ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, მიმდინარეობს იდენტიფიკაცია -რეგისტრაციის პროცესი და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ აღიარებული სტანდარტების დანერგვა, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას უწყობს ხელს. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ვეტერინარულ პოლიტიკას განსაზღვრავს. ორგანიზაციის სესიები ყოველწლიურად, პარიზში იმართება და 182 ქვეყნის დელეგატს აერთიანებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin