ფულის რეცხვამ და უთოობამ ფოთის ბაზარი დახურვას გადაარჩინა

კორონავირუსისი გავრცელების პარალელურად აგრარულ ბაზრებში ხალხმრავლობისა და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო არაერთი დიდი აგრობაზარი დაიხურა. ბაზრები დაკეტილია შიდა ქართლში, იმერეთში, დუშეთში და სხვა. სამეგრელო ზემო-სვანეთში დაიხურა სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებიც, თუმცა დახურვას გადაურჩა ფოთის აგრობაზარი.

როგორ გადაურჩა ფოთის ბაზარი დახურვას?

ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ გამოსავალი მალევე მოძებნა და კონტროლის საკუთარი მექანიზმები აამოქმედა. ფულის გარეცხვა -გაუთავება, ბაზრში შემსვლელებისთვის ტემპერატურის გაზომვა, ორმეტრინაი დისტანციის დაცვა, ხელთათმანებითა და ნიღბებით სარგებლობა – ამ ზომების შემოღებით ბაზარი კვლავაც ფუნქციონირებს.

“სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი “უნივერსამი”. ამავდროულად, მინდა ავღნიშნო, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას. ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა. რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც, საბჭოს სხდომაზევე გადაწყდა დახურვა”, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

რა პროცედურებს გადის მყიდველი ფოთის აგრარულ ბაზარში შესვლამდე? გეგმა ასეთია:

თუ ფოთის აგრარულ ბაზარში შესვლას მოინდომებთ, ზოგადი რეკომენდაციების გარდა სხვა წესების შესრულებაც მოგიწევთ.

ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე ვალდებულია ბაზართან სპეციალურად გაკეთებულ ნიშნულზე დაიკავოს ადგილი. რიგის მოსვლის შემდეგ ბაზრის შესასვლელთან სპეციალურად მოწყობილ ადგილას ფული უნდა დაახურდავო -ადმინისტრაცია ბაზარში შესვლამდე თქვენს ხურდებს სპეციალურ ხსნარში დაამუშავებს, ქაღალდის ფულს კი გააუთოვებს. ბაზარში შესვლამდე აუცილებელია ტემპერატურის გაზომვა და ხელთათმანები. ბაზარში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება.

“ფულით ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის უთოს გამოყენებას გვირჩევს პაატა იმნაძე.”ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება სიფრთხილეს და აქ არაა ლაპარაკი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. ინდივიდუალურ პირობებში შესაძლებელია, ვთქვათ, ეს იქნება სადეზინფექციო გარკვეული ხსნარები, თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება“.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჯერჯერობით ზუსტად ვერ გვპასუხობენ თუ რა ფორმით შეეძლებათ მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელება. იმერეთის მხარის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუშაობენ ე.წ მობილური ბაზრის შექმნაზე, სადაც დაცული იქნება სანიტარული ნორმები და ფულის გადახდა ტერმინალით მოხდება.

გამოცემა თემაზე მოგვიანებით განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

6 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 188 შემთხვევა.36 უკვე გამოჯანმრთელდა.2 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin