ფრინველის გაზრდილი რაოდენობა და შემცირებული კვერცხის წარმოება – 2020 წლის მონაცემები

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით კვერცხის წარმოება შემცირდა. 2020 წლის IV კვარტალის წინასწარი ინფორმაციით, კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 %-ით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 2.4 %-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას 2020 წელს მან 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს წარმოებული ხორცის წლიური მოცულობა უცვლელი დარჩა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის IV კვარტალში წინასწარი მონაცემებით, ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 %-ით მეტია. 

წყარო: საქსტატი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin