ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ, რეაბილიტაციის შემდეგ, ზღვაში დააბრუნეს

მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში აღმოჩენილი, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა. სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად.