ფოთის პორტში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა

ფოთის პორტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის  „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში, ამერიკულმა გემმა  27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა.

პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიანი პროგრამის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია. მას კომპანია Land O’Lakes მიჩიგანის უნივერსიტეტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანი  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაა.

ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II” შემოვიდა. ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია  DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციისთვის, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში” დაბინავდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin