ფერმერთა სათათბირო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბიროს

განახლებულ სტრუქტურულ მოდელზე შეხვედრა გამართა

თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს ფერმერთა სათათბიროს სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და  სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე 30-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელი, დებულება და ბრენდის პლატფორმა განიხილეს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს მიზნების  მეტად ეფექტურად განსახორციელებლად, სათათბიროს სტრუქტურული აგებულება, წევრთა რაოდენობა და მათი არჩევისა და გაწევრიანების კრიტერიუმები იცვლება.  ფერმერთა სათათბიროს განახლებული დებულების შესაბამისად, სათათბიროს წევრი შესაძლებელია გახდესსოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივი გაერთიანება/ასოციაცია (მისი გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისად), რომელიც კონკრეტული დარგიდან წარმოადგენს ფერმერთა ხმას.

„ ფერმერთა სათათბირო  განვითარების ეტაპზე  გეგმავს საკუთარი აქტივობის ზრდას. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება მისი დებულების განახლება და ინტენსიური პირდაპირი კამპანია  ახალი წევრების მოსაძიებლად და შემდგომში, სათათბიროში გასაწევრიანებლად. ჩვენი მიზანია, ფერმერთა სათათბირომ, მისი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, მეტად ეფექტურად მოახდინოს სოფლის მეურნეობის სფეროში მუმუშავე სექტორული ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს, როგორც ანგარიშგასაწევი საკონსულტაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას დარგობრივ ასოციაციებს შორის დიალოგისთვის. ასევე, ძალისხმევის კონსოლიდაციას, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისა და ფერმერების ადვოკატირებისთვის, შუამდგომლობისა და  დიალოგის წარმართვისთვის, როგორც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან,“ – აღნიშნა   სათათბიროს სპიკერმა, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს,  მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა.  ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin