ფერმერთა მხარდაჭერის ახალი პროგრამა “ბლაუენშტაინ საქართველოსაგან”

რაჭაში „ბალაუენშტაინ საქართველო“ ფერმერების დახმარების ახალი პროექტის განხორციელებას გაზაფხულიდან გეგმავს.

კომპანიის დირექტორის თათია არაბიძის განმარტებით, ახალი პროეტის მიზანია, არსებული საქონლის ჯიშების გაუმჯობესება და მაღალპროდუქტიული პირუტყვის რაოდენობის მატება. ახალ პროექტს თანადაფინანსები კომპონენტი დაემატა, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ წინა გამოცდილების საფიძველზე მიიღო. შეგახსენებთ, წარუმატებლობის გამო  „ბალაუენშტაინ საქართველომ“ დაფინანსებული 12 ფერმიდან 9 გასული წლილს ბოლოს დახურა.

ამჯერად, პროექტის წილში კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 50-იანი თანადაფინანსებით შევა, ხოლო დანარჩენილი თანხა ფერმერის თანამონაწილეობა იქნება.

„ახალი ეტაპის განხორციელებას ჯერჯერობით მხოლოდ რაჭის მუნიცილაპიტეტის სოფლებში ვგეგმავთ. საწყის ეტაპზე ვაპირებთ, ჩავატაროთ საკონტროლო მოკვლევა, გავიდეთ სოფლებში  და მოსახლეობას დაველაპარაკოთ პროექტის უპირატესობებზე თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალ პროდუქტიული ჯიშების გამოყვანა კარგი, რა ეკონომუკური სარგებლის მიღებას შეძლებენ პროექტის მომავალი ბენეფიციარები. შემდგომ დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დაინტერესებული პირები“, – თათია არაბული.

Rachanews.ge-სთან საუბრისას თათია არაბიძე ამბობს, რომ  „ინტერესის შემთხვევაში ბენეფიციარების პირუტყვს ჩვენი ვეტერინარები შეამოწმებენ, თუ კი საჭიროება მოითხოვს ჩატარდება მკურნალობის კურსიც, რის შემდეგაც მოხდება განაყოფიერება.“  

ჯიშთა განახლებისათვის კომპანია შვიცის და სიმენტალის ჯიშის საქონლის

მომავალ ბენეფიციარებს „ბალაუენშტაინ ედუ“ გადაამზადებს და და ტრენინგებს ჩაუტარებს. ბლაუენშტაინი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მოლაპარაკებებს  დონორებთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პირველი პროექტი რაჭაში.  გასული თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიასა  და ადგილობრივ ფერმერებს შორის თანამშრომლობაში ხარვეზები წარმოიქმნა, რის შედეგადაც 12-დან 9 ფერმამ წარუმატებლად დაასრულა ფუნქციონირება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin