უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“ უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს. როგორც „აგროგარემო TV-ს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, 23380კგ. ხორცი უკვე განადგურებულია.

სალმონელათი ინფექცია ბაქტერიული დაავადებაა. ის აზიანებს მომნელებელ სისტემას საჭმლის. ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით ინფიცირდებიან.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში სალმონელას თემა აქტუალურია; ცოტა ხნის სინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინეს. საპასუხო განცხადება გაავრცელა კომპანიამაც და მიუთითა, რომ სეს-ის განცხადება სალმონელაზე უსაფუძვლოდ ლახავს მათ რეპუტაციას.