კორონავირუსის პანდემიის გამო უელსში ევროპის უდიდესი სასოფლო-სამეურნეო ღონისძიება გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
ყოველწლიურ შოუს 40 ქვეყნიდან ჩამოსული 250 000 ადამიანი ესწრებოდა. უელსის სამეფო საბჭოს თქმით, ივლისის ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობასთან დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
კორონავირუსის გამო სხვა სასაოფლო-სამეურნეო გამოფენები და ღონისძიებებიც გადაიდო.
”ჩვენ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის ეკონომიკისა და ცხოვრების წესისთვის. მას დიდი დატვირთვა აქვს წევრებისთვის, მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის” – ამბობს ფესტივალის დირექტორი.
2020 წელს ღონისძიება ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სავარაუდოდ, წელსაც იმავე პრინციპით ჩატარდება.