ტოკიოს მეტროში პროექტ “საქართველო ღვინის სამშობლოს” პოსტერები განთავსდა

ტოკიოს მეტროში პროექტის “საქართველო ღვინის სამშობლო” პოსტერები განთავსდა. მეტროსადგური Tennozu Isle საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-სთან მისასვლელია, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მიმდინარეობს. სადგურში დღეში, საშუალოდ, 50 000 ადამიანი გადაადგილდება. ამავე სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები, სადაც საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ მოკლე ინფორმაციაა გადმოცემული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin