საღეჭი რეზინი სკეიტბორდის ბორბლის დასამზადებლად 

საღეჭი რეზინის გამოყენება სკეიდბორდის ბორბლის დასამზადებლად – გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით 2-მა სტუდენტმა გადაწყვიტა, გამოყენებული საღეჭი რეზინები შეაგროვოს და მათგან სკეიდბორდის ბორბლები დაამზადოს.

”საღეჭი რეზინის თამამი ფერები და ტექსტურა ბორბლების დასამზადებლად სრულყოფილი საშუალებაა. პროექტის იდეა არის ქუჩებიდან რეზინი მდგრადი გადამუშავების გზით კვლავ ქუჩას დაუბრუნდეს, თუმცა ამჯერად სკეიტბორიდს ბორბლის სახით.” – ამბობენ ინიციატივის ავტორი სტუდენტები.

როგორც სტუდენტები ამბობენ საღეჭი რეზინის შესაგროვებლად ქუჩებში სპეციალური დაფები განთავსდება, უფრო დეტალურად თუ როგორ გარდაიქმნება საღეჭი რეზინი ბორბლად ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ. 


პლასტმასა, რომელიც საბურავების შესაქმნელად გამოიყენება, იგივე პლასტმასაა, რითაც საღეჭ რეზინს ამზადებენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin