სტიქია გურიაში – დაზარალებული ხალხი, დაკარგული მოსავალი

გურიის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საწარმოებში თხილის მიღება-გადამუშავების პროცესს გაეცნო.

“წელს, თხილის მოსავალი მაღალი ხარისხისაა და ჩვენი ამოცანა ამ სტანდარტის  შენარჩუნებაა.  ვფიქრობ, ფერმერებთან ერთად, წლევანდელი მოსავლის ხარისხით და საექსპორტო მოცულობით ექსპორტიორი კომპანიებიც კმაყოფილი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. წლევანდელ სეზონზე,  საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 4 ათასი ტონა თხილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 900 ტონით მეტია.  მიმდინარე წელს, თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად, 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურიაში გადაუღებელი წვიმის გამო პრობლემები შეექმნა რამდენიმე სოფელს, ადიდებულმა ღელეებმა გლეხებს თხილის მოსავალი წაართვა. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა იყო სოფელ ჭანიეთსა და შემოქმედში.

ადგილობრივების თქმით , სოფელი გაუამრთავი სანიაღვრე სისტემების გამო დაიტბორა, გადაუღებელი წვიმის შედეგად კი, მოსახლეობის ნაწილს გაუნადგურდა მოსავალი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin