სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ადგილობრივ, ენდემურ კალიას ასახავს

სოციალურ ქსელში ოზურგეთში სოფელ დვაბზუში დიდი ზომის კალიების გამოჩენასთან დაკავშირებით პოსტები ვრცლდება, მოსახლეობა შიშობს, რომ ეს კალიები მათ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს დააზიანებს, ზოგიერთმა პარალელი იმ კალიებთან გაავლო, რომელიც ახლა აზიის ტერიტორიაზე ჯოგურად გადაადგილდება და გაეროს სურსათისა და სოფლის მერუნეობის ორგანიზაციის განცხადებით „საფრთხეს უქმნის სასურსატო უსაფრთხოებას“ აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა მედიაც გამოეხმაურა.

TV 25, primetime.ge, ქართული აზრი და News.to.ge

მედიები წერდნენ, რომ ფოტოები ეკუთვნის ფეისბუქის ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც თავის გვერდზე დაწერა, რომ „შესაბამისმა სამსახურებმა სანამ დროა უნდა მიიღონ ზომები“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ მოყვანილმა მედიებმა აღნიშნული ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ არცერთს პასუხისმგებელი უწყებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, სტატიიდან ჩანს, რომ ისნი მხოლოდ სოციალურ ქსელშ გავრცელებული ინფორმაციის ვებ პლატფორმებზე გადატანით შემოიფარგლენ.

საკითხის გასარკვევად „აგროგარემო TV“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, უწყებას სოციალურ ქსელშ გავრცელებული ფოტო მასალა გადავუგზავნეთ, როგორც სააგენტოში განგვიცხადეს  აღნიშნული კალია არის ჩვეულებრივი, ენდემური სახის და იგი საქართველოში აქამდეც იყო გავრცელებული. „ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული. აღნიშნულ კალიას არც ჯოგური გადაადგილება არ ახასიათებს. იგი სასოფლო სამეურნეო კულტურებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.

„აგროგილდიის“ წევრი, „აგროგარემო TV“  კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიებს, სოფლის მეურნეობის საკითხებზე ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას, ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაამოწმონ ინფორმაცია კვალიფიციურ უწყებებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin