სოციალური დისტანცია ცხოველებში

გგონიათ, რომ სოციალური დისტანცია რთულია? ზოგიერთი ცხოველისთვის ეს ბუნებრივია. ბაღის ჭიანჭველებმა და ლობსტერებმაც კი იციან, რომ თავი უნდა შეიკავონ ახლო კონტაქტისგან, როდესაც მათგან ერთი ავადაა – CNN საინტერესო სტატიას გვიზიარებს. მაშინ, როცა ჩვენ სოციალური დისტანცია შესაძლოა არაბუნებრივად გვეჩვენებოდეს, ბუნების სხვა ნაწილში ეს შესაძლოა ნორმალურიც იყოს. იმის დასადგენად, თუ როგორ იცავენ თავს ცხოველები ინფიცირებული თანასახეობისგან, მკვლევარებმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მრავალი კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მათ კარგად ესმით სოციალური დისტანციის მნიშვნელობა.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin