სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის გახსნით ღონისძიებაზე სტუმრებმა დაგეგმილი ტურის ფარგლებში სივრცე დაათვალიერეს. ამის შემდეგ ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (GFA), ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი თოკების პარკის ატრაქცია გახსნა. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულა სოფლის განვითარების საგრანტოს პროგრამის ორი ფაზა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების პროექტი, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა. შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსალეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.