სოფლებში ფხალეულობა გაქრა, რაც უნიკალური გასტრო და აგროტურისტული პროდუქტია – შორენა პაპაშვილი

ჟურნალისტი, შორენა პაპაშვილი, რომელსაც მცირე მეურნეობა თავადაც აქვს, ფერმერებისა და სოფლების პრობლემების გადასაჭრელად 2021 წლის არჩევნებში კენჭსაც კი იყრიდა. ის დეტალურეად იცნობს გლეხების იმ პრობლემას, რაც შხამქიმიკატების დაუდევარმა გამოყენებამ სოფლებში შექმნა. მისი თქმით, გლეხები ჩივიან, რომ წლიდან წლამდე მცენარე მსხმოიარობისთვის სულ უფრო მეტ წამალს ითხოვს და თუ ვერ მიიღებს, მოსავალი ნაკლებია, თუმცა იმის მზაობა, რომ თავად თქვან უარი აგროქიმიის გამოყენებაზე, ჯერ კიდევ არ არის.

პაპაშვილი ამტკიცებს, რომ აგროქიმიის უკონტროლო გამოყენებით, ნადგურდება ველური ბუნება, რითაც ქართული სოფლები ტურისტულ პოტენციალსაც კარგავენ.

“როცა ვამბობთ, რომ ბიოპროდუქტი პრიორიტეტული უნდა იყოს და როგორც პატარა ქვეყანას, გვსურს, რომ აგროტურიზმის მიმართულებაში ბიოწარმოებაც მიმზიდველი იყოს, ძალიან ვაშავებთ, როცა ჰაერში სრულიად უკონტროლოდ ხდება ჰაერში ამ შქამქიმიკატების გაფრქვევა. რაღაცნაირად უნდა დავაინტერესოთ გლეხები ბიოწარმოებით. ცარიელი ხელით ამ ბიოწარმოებას გლეხი ხომ ვერ დაიწყებს?! მას უნდა დავეხმაროთ ბიოპრეპატარებით. დღეს არაპოპულარულია ბიოწამლები, უფრო პოპულარულია შქამქიმიკატები, მას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება და მეტ მოსავალსაც იძლევა. მაგალითად, გავიხსენოთ როგორ ებრძვის ბალახს სოფლად მოსახლეობა, – კარგია, როცა მასთან საბრძოლველად ვაიოლებთ მეთოდებს, წელიწადში 3-4 ჯერ აღარ გვიწევს მოთიბვა, ასხამს სპეციალურ ქიმიურ ხსნარს, მაგრამ, ამავე დროს ველური ბუნების ბევრ კომპონენტს ვკარგავთ. სოფლებში ფხალეულობა გაქრა, მინდვრის ფხალი, რაც ძალიან კარგი აგროტურისტული პროდუქტი, გასტრონომიული ენდემური, ადგილობრივი, პროდუქტია. ასე რომ აგროქიმიის უკონტროლო გამოყენებით ვანადგურებთ ადამიანის ჯანმრთელობასაც და ველურ ბუნებასაც,” – გვეუბნება “აგრო სიახლეებში” შორენა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშემწყობ პროგრამას იწყებს. დეტალების გასაგებად კი ნახეთ ჩვენი გადაცემა:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin