სოფელ ლატალთან გზის ერთ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, სოფელ ლატალთან გზის ერთ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები 20 წუთში დაიწყო. ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია და პარალელურ რეჟიმში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გზის ორივე ზოლზე მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება” – წერს უწყება.

სვანეთში კლდის მასის ჩამოწოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა. ნახეთ ფოტო:

ავტორი: ლევან დადვანი
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin