სოფელ დიზთან ტყეში ხანძარი გაჩნდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარია – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც მონაწილეობს. 

ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

სოფელ დიზთან მდებარე ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება და ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin