სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მიკროგრამს დეცილიტრზე, –  ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.  კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის ასაკის 1578 ბავშვისგან შეგროვდა. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა. რიგითობის მიხედვით, ამ რეგიონს მოსდევს გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი.  თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, როცა ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მიკროგრამს დეცილიტრზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin