სახეობები, რომლებიც ტყვეობაში გამრავლებით გადარჩნენ

რას ნიშნავს ტყვეობაში ცხოველების გამრავლება? მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის აღდგენა ზოოპარკებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ცხოველები და ფრინველები ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ხერხით გამრავლებამ ბევრი სახეობა გადაშენებას გადაარჩინა.

ოქროს ლომი, ფოტო გადაღებულია ლონდონის ზოოპარკში

ოქროს ლომი ბრაზილიაში ტყეების გაჩეხვისა და ცხოველებით ვაჭრობის გამო გადაშენების პირას იყო, მაგრამ ამ ცხოველის გამრავლებას თითქმის 150 ზოოპარკი შეეცადა და ველურ ბუნებაში 3000-ზე მეტი ინდივიდი აღადგინა.

პრჟევალსკის ცხენები წარმოშობით შუა აზიიდან არიან, მაგრამ გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის ისინი გადაშენდნენ. აღდგენის შემდეგ მათი სახეობა მონღოლეთში, ჩინეთში, ყაზახეთსა და ჩერნობილის ზონაში ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ პრეჟევალსკის კვიცის პირველი წარმატებული კლონირება მოხდა. მისი კლონირება 40 წლის წინ შენახული გენეტიკური მასალის მეშვეობით მოხდა.

1970-იანი წლების დასაწყისისთვის არაბულ ორიქსზე ნადირობდნენ. ეს სახეობა გადაშენების პირას იყო, თუმცა ახლა ველურ ბუნებაში 1000-ზე მეტი არიან. ისინი საუდის არაბეთში, იორდანიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაამრავლეს.

ბირმული გიგანტური კუ

ბირმული კუ, რომელიც მუდმივად იღიმის, მეცნიერებმა გადაშენებას გადაარჩინეს. ეს სახეობა 2001 წელს განადგურდა. მეცნიერებმა კი მათი პოპულაცია 1000 ერთეულამდე გაზარდეს. მე-20 საუკუნის შუა ხანებში თევზაობის პოპულარობის გაძლიერებამ და ხაფანგის ტექნიკის უკონტროლო გამოყენებამ დიდი რაოდენობით ზრდასრული კუ მოკლა.

ამურის ლეოპარდი მსოფლიოში დიდი კატების უიშვიათეს სახეობას განეკუთვნება. ამჟამად 220 მათგანი ზოოპარკებშია რუსეთში, ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში. ისინი ლონდონისა და მოსკოვის ზოოპარკების ცხოველთა გამრავლების ნაწილი არიან. 2016 წლის აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში, ლეისტერშირის Twycross-ის ზოოპარკში ამურის ლეოპარდის ერთი ლეკვი დაიბადა. შესაძლოა ისინი მალე ველურ ბუნებაში გაუშვან.

1970-იანი წლების შუა პერიოდში მავრიკის „კირკიტები“ იშვიათი სახეობის ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. „ტყვეობის გამრავლების პროგრამით“ მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში 800-მდე გაიზარდა.

წყარო: cnn.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin