საქართველო ყაზახეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „ფუდ კონტრაქტ კორპორეიშენის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც. ყაზახური კომპანიის წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.