საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას, რომელიც აჭარაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, ნიკო ჰორნი ესწრება. 15-მდე ქვეყნის მცენარეთა დაცვის წამყვანი სპეციალისტები სამუშაო ფორმატში განიხილავენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ ზომებს, მავნე ორგანიზმების, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (IPPC) შემუშავებულ ღონისძიებებს და მათი დანერგვის შესაძლებლობებს. სამუშაო შეხვედრას ავსტრიის. ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, სლოვენიის, ირლანდიის, უნგრეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.