საქართველოში 2020 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 81,3%-ით შემცირდა

საქართველოში 2020 წელს 1 759 308 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით (ჯამში 9 357 964 ტურისტი) 81,3%-ით ნაკლებია – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელ  სტატისტიკურ ანგარიშს აქვეყნებს.  საერთაშორისო ვიზიტებიდან 1 088 731 ტურისტული, 426 628 – ერთდღიანი, 233 949 კი არატურისტული (სხვა) ვიზიტი იყო. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიზიტორების უმეტესობა (1 219 840 ადამიანი) საქართველოში სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად მოხვდა, საჰაერო საზღვარი 269 535-მა, საზღვაო 13 344-მა, სარკინიგზო კი 12 640 ადამიანმა გადმოკვეთა. 

საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მაღალი რაოდენობა (789 644) 31-50 ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. 

85,4 %-ით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული პირების რაოდენობა, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ 70 738 შეადგინა. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 484 996 იყო. 

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა ვიზიტები:

1. თურქეთი – 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,0% ;
2. აზერბაიჯანი – 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,7% ;
3. სომხეთი – 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,9% ;
4. რუსეთი – 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,8% ;
5. საქართველო (არარეზიდენტი) – 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,2% ;
6. უკრაინა – 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -79,6% ;
7. ისრაელი – 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,4% ;
8. ირანი – 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;
9. უზბეკეთი – 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -13,8% ;
10. ბელარუსი – 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,3% ;
11. ყაზახეთი – 13 779 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -86,7% ;
12. პოლონეთი – 10 690 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,9% ;
13. გერმანია – 9 338 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% ;
14. ინდოეთი – 8 364 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,7% ;
15. აშშ – 7 400 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,1%.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin