საქართველოში წვიმა ელჭექით, მეწყრული პროცესების გააქტიურება და წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივლისს საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. ამასთან, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.