საქართველოში კამპანია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” იწყება

კამპანიის –  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მიზანია, ქვეყანაში დაინერგოს გარემოსდაცვითი განათლების სისტემა, რათა ბავშვებს მიაწოდონ ინფორმაცია ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, პროექტი მიმართულია ბიზნესსექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფისკენ, რათა გაუმჯობედეს ნარჩენების მართვის სექტორი.

ახალ პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იწყებენ.

კამპანია 4-წლიანია და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს საქართველოს 10 რეგიონში, 63 მუნიციპალიტეტში, 4 თვითმმართველ ქალაქსა და თბილისში. პროექტის ფარგლებში, 20-22 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ლოკაციას გაწმენდენ ნარჩენებისგან.  

„მოხარულები ვართ, რომ დღეს წარმოვადგენთ ახალ პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელსაც რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს, – შვედი პარტნიორების დახმარებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს პროექტი, მრავალმიზნიანია, რომელიც ძირითადად მოემსახურება საქართველოში ახალგაზრდა თაობის განთლებას, მწვანე ეკონომიკის გაძლიერებას, ემისიების შემცირებას და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის წინსვლას“ – აცხადებს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin