2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13.5%-ითაა გაძვირებული.
ფასები მატების მაჩვენებელი პროდუქციის მიხედვით ასეთია:
ხილი და ყურძენი (26.9%);
რძე, ყველი და კვერცხი (16%);
თევზეული (15.8%);
ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7%);
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7%);
ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4%);
პური და პურპროდუქტები (11%);
ფასები 13.8%-ითაა გაზრდილი ალკოჰოლურ სასმელებსა (3%) და თამბაქოს ნაწარმზეც (26.8%), ასევე სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე (6.9%).