საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დასადგენად, 120 სინჯს აიღებენ. ქვეყნის მასშტაბით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას “ლევან სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. დიზელის საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin