საქართველოს საფრანგეთიდან ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტუდენტები ესტუმრნენ

საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან. „საქართველოთი აღფრთოვანებული ვარ, ეს მართლაც მშვენიერი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ამაყია ღვინის წარმოების ტრადიციითა და მემკვიდრეობით. თქვენი სტილი ნამდვილად უნიკალურია. პირველ რიგში მომეწონა ქარვისფერი ღვინო, ის მართლაც კარგია. მომწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, რომელსაც გამასპინძლების დროს გამოხატავთ, ეს მართლაც არაჩვეულებრივია“ – აღნიშნა ერთ -ერთმა მაგისტრმა საფრანგეთიდან, ჯულეტ ჟარდომ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin