საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობენ

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობენ და უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს ადგილზე ეცნობიან. მტირალას, კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად თებერვალში წარადგინეს. სწორედ ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin