საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

მათი თქმით, ლევან დავითაშვილი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს, მასთან კონტაქტის მქონე პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ნოემბერში კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს (გიორგი გახარია უკვე გამოჯანმრთელდა), ეკონომიკის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin