საქართველოს ბანკის  ფინანსური მხარდაჭერით  დაწყებული საკალმახე მეურნეობა

ლაშა აკოფაშვილს საკალმახე მეურნეობა გორში აქვს. ამ ბიზნესს იგი უკვე 5 წელია უძღვება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის ფინანსური დახმარებით მეურნეობა გააფართოვა და ახლა წელიწადში 20 ტონამდე კალმახს აწარმოებს. როგორც თავად გვეუბნება კალმახის რეალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და საკუთარი დისტრიბუციის ქსელიც აქვს.

“2016 წელს ამ ბიზნესის დაწყებასთან ერთად დავიწყე საქართველოს ბანკთან თანამშრომლობაც. საქართველოს ბანკი რომ არა, ალბათ ამ მეურნეობის დაწყებას ვერც შევძლებდი. ჩემთვის მისაღები და მოსახერხებელი პირობებით ვსარგებლობ. ამ ობიექტზე სადაც ახლა საკლამახეა თავიდან, ფაქტობრივად, არაფერი იყო, ნულიდან დავიწყე ყველაფერი. საწყის ეტაპზე საქმიანობისთვის ინვესტიციის მოცულობა 90 000 ლარი იყო. შემდეგ ყოველ წელს ბიზნესის გაფართოებასთან ერთად იზრდებოდა მის განვითარებაში ჩადებული თანხის  მოცულობაც. აუზების განვითარება, წყლის სისტემის გამართვა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობა – ამ მიმართულებით ვახდენდი ინვესტირებას. “

ლაშა აკოფაშვილი თავდაპირველად მხოლოდ საკალმახე მეურნეობას ფლობდა, ბანკის დაფინანსებით კი მეწარმემ ხილის სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო.  ჯამში სამი სამაცივრე მეურნეობის ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. მეწარმე გვიყვება, რომ გარდა ამ მიმართულებებისა წელს ხიზილალას წარმოებაც დაიწყო.

“როდესაც ერთი სახის მეურნეობას განავითარებ, არ უნდა გაჩერდე, სოფლის მეურნეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ბევრი მიმართულებით დაიწყო ბიზნესი. მეც ასე მოვიქეცი. შიდა ქართლში მეხილეობა ძალიან განვითარებულია, სწორედ ამიტომ ადგილზე სამაცივრე მეურნეობის საჭიროებაც დიდი იყო. საკალმახის შემდეგ სამაცივრე მეურნეობა გავაკეთე. თუმცა არც ამის შემდეგ გავჩერებულვარ და წელს დავიწყეთ ხიზილალას წარმოებაც. ამ დროისთვის უკვე 250 კილოგრამი ხიზილალას წარმოება შევძელით. “

ფერმერი მეურნეობის გაფართოებას და წარმოების კიდევ უფრო გაზრდას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin